
ჩინეთში, ქალაქ იანჯოუში მყოფი საქართველოს 3 მოქალაქე დახმარებას ითხოვს. მათ სამშობლოში გამგზავრება ფრენის
გადადების გამო ვერ შეძლეს.
ჩინეთის ელჩის განცხადებიტ სამივე მათგანი მასთან კონტაქტზე არიან,
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ საქართველოს საელჩოს უკვე მიმართეს და საჰაერო ფრენების შესახებ
ინფორმაცია მიიღეს.
„ჩემი ინფორმაციით, მათ მიმართეს საკონსულოს ცხელ ხაზს და კონსულმა მათ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია
ფრენების შესახებ. მოგეხსენებათ, ფრენები ჩინეთის მიმართულებით თითქმის შეწყვეტილია, მხოლოდ რამდენიმე
ავიაკომპანია დაფრინავს. საელჩოს არ აქვს იმის საშუალება, რომ რომელიმე მოქალაქეს ბილეთი უყიდოს ან სხვა ფინანსური
დახმარება გაუწიოს“, – აცხადებს არჩილ კალანდია.