
ოფთალმოლოგი ლი ვენლიანგი, რომელიც ვუჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც CNN და BBC წერენ მან პირველმა ატეხა განგაში კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში.
30 დეკემბერს მან თავის კოლეგებს ჯგუფურ ჩატში ვირუსის შესახებ შეატყობინა და ურჩია, ინფიცრებისგან თავის
აცილებისთვის შესაბამისი ზომები მიეღოთ.
თუმცა ექიმმა ლიმ არ იცოდა, რომ მაშინ აღმოჩენილი დაავადება სრულიად ახალი კორონავირუსი იყო.
იანვრის დასაწყისში ვუჰანის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ვირუსით დაავადება მხოლოდ ინფიცირებულ
ცხოველებთან კონტაქტით შეიძლებოდა ადამიანს გადადებოდა. ამ განცხადებიდან 10 დღის შემდეგ
ჩინეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო ოფიციალურმა პეკინმა „ჩაკეტა“ რამდენიმე ქალაქი –
შეზღუდა სატრანსპორტო მიმოსვლა და აკრძალა ქალაქის დატოვება.