
მთავარ არხს 1,5-ჯერ მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე რუსთავი 2-ს. ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც ~
ნოემბერში ჩატარდა და დღეს, 16 იანვარს გასაჯაროვდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში რუსთავი 2-ის ნდობის მაჩვენებელი 28 პროცენტი იყო, ჟურნალისტების
წამოსვლისა და მთავარ არხზე გადასვლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 11 პროცენტამდე დაეცა. ამავე პერიოდში სამი
თვის შექმნილმა ტელევიზიამ-მთავარმა არხმა საზოგადოების 18 პროცენტში მოახერხა ნდობის მოპოვება.