
NDI -ის კვლევის მიხედვით, დედაქალაქის მერს მეტი ნდობა აქვს, ვიდრე ქვეყნის პირველ
პირს.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური
ლიდერებიდან ყველაზე მეტად თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობით არის კმაყოფილი. გამოკითხულთა 31%
დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს.
კალაძის შესახებ გამოკითხვა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩატარდა და შეკითხვების დასმა, პირდაპირი
ინტერვიუს წესით განხორციელდა.
რეიტინგში კალაძეს მოსდევს საქართველოს პრემიერ მინისტრი.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 1% აფასებს ძალიან კარგად,
კარგად 8%, საშუალოდ 31%, ცუდად - 34%, ძალიან ცუდად - 20%, 6%-მა კი შეკითხვას არ უპასუხა.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.