
ბათუმში მრავალსართულიან სახლში მე-11 სართულიდან ლიფტი მოწყდა.
ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევა პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მდებარე ერთ-ერთ 17-სართულიან კორპუსში მოხდა.
ამჟამად იქ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ლიფტი კი არ ჩამოწყდა, არამედ ავარიულად დაეშვა,
რაც დაშვებულზე მეტი წონით დატვირთვამ გამოიწვია.
ლიფტში მყოფილი ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ტრამვები არ აღენიშნებათ.