
"მოახლოებული არჩევნებით დაშინებული მილიარდელი მზად არის,ყველა ოპონენტი
გისოსებს მიღმა დაამწყვდიოს"-განაცხადა "პოსტფაქტუმის" წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ პირდაპირ
ეთერში:
"მოახლოებული არჩევნებით დაშინებული მილიარდელი მზად არის,ყველა ოპონენტი
გისოსებს მიღმა დაამწყვდიოს, ამაზე ის უკვე აქტიურად მუშაობს, "მთავარი არხის"გენერალური დირექტორი
რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიჭიროს და სასამართლო განხილვები კვირაში ორჯერ ამიტომაც იმართება.
აბა, თქვენ რომ დაგიშავონ ვინმემ რამე,წარმოიდგინეთ, რამდენი წელი გაიჭიმება გამოძიება,სამაგიეროდ
ნიკა გვარამიას საქმე ელვის სისწრაფით მიჰქრის წინ,არხის მეწილე ნიკა რურუა მას უკვე დაჭერილი ჰყავს,
იარაღის ჩადებით, ამ ყველაფრის დამალვა არ ხდება,პირიქით, იმის დემონსტრირებაც კი ხდება, რომ რურუას
იარაღი ჩაუდეს.არ შეიძლება ადამიანები ციხეში ჩასვა იმიტომ, რომ არ გევასებიან"-აღნიშნა გაბუნიამ გადა
ცემის შესავალ ნაწილში.