
შსს თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზე სამაშველო ოპერაციის ვიდეოს ავრცელებს.
თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს
დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების
ჯგუფები და მედიკოსები თბილისიდან ჩავიდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანი.