
შეკვეთილში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.
60-წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში
გადაიყვანა.
დაშავებულს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ისინი სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა
სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.