
ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ
მან სოციალურ ქსელში დაწერა.
თუმცა, ლეჟავა ამბობს, რომ ის მუშაობას იმედში განაგრძობს.
“დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ “ქრონიკაში” და არც
არაფორმალურად :დ თუმცა, ვრჩები “იმედში”. მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს ნანა ლეჟავა.
ტელეკომპანიაში საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა
დაინიშნა.ხოლო, გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა.