
ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა.
საერთაშორისო ბაზარზე ბარელის ფასი მნიშვნელოვნად არ ძვირდება, ამიტომ ნავთობ-იმპორტიორები აცხადებენ,
რომ ამ გაძვირების მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.
ეს უკანასკნელი ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 თეთრით გაუფასურდა.