ხანძარი, როგორც დივერსია - ისრაელის მაგალითი 2016-2017 წლებში

Image

მხოლოდ აგვისტოში საქართველოში, სხვადასხვა დასახლებულ თუ დაუსახლებელ პუნქტში 20-ზე მეტი დიდი ხანძრის კერა გაჩნდა. ამ შემთხვევაში ეს სტატისტიკა მხოლოდ ეკოლოგიურ ფართობზე გაჩაღებულ ხანძრებს გულისხმობს და მასში არ შედის ბაზრობებზე და სხვა სავაჭრო თუ საცხოვრებელ ობიექტებზე გაჩენილი ხანძრები. 

 

სტატისტიკა, რომელიც On.ge-მ გამოაქვეყნა, ასე გამოიყურება:

7 აგვისტო - ხანძარი დიდი დიღმის გუდვილთან. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, ხანძარი რამდენიმე საბურავსა და ბალახს გაუჩნდა.

 

8 აგვისტო - ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ტყის მასივს მიუვალ ადგილზე.

 

10 აგვისტო - შიდა ქართლში, სოფელ შავშებთან სახნავ-სათეს მიწაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც On.ge-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცნობეს, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო.

 

11 აგვისტო - ხანძარი ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 1 ჰექტარი ფართობი.

 

12 აგვისტო - ხანძარი გარდაბნის დაცულ ტერიტორიებზე. 500 კვადრატული მეტრი ფართობი.

 

13 აგვისტო - ხანძარი მესტიის ტყეში. ხანძრის ლიკვიდაცია მისი რთული რელიეფური და გეოგრაფიული მდებარეობის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

 

20 აგვისტო - ხანძარი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი 1 500 კვ/მ ფართობზე გავრცელდა.

 

20 აგვისტო - ხანძარი სურამში, ცეცხლი 3 000 კვ/მ ფართობზე გავრცელდა.

 

20 აგვისტო - ხანძარი ამბროლაურის სოფელ ჩორჯოში. ცეცხლი 1,5 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.

 

20 აგვისტო - ხანძარი წაღვერის ტყეში თავდაპირველად 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, თუმცა 6 დღის მანძილზე ცეცხლი ტყის 100 ჰექტარზე მეტს მოედო.

 

21 აგვისტო - დიღმის მასივის მეორე კვარტალში 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე ბალახი დაიწვა.

 

22 აგვისტო - ხანძარი ჟინვალში. დაიწვა დაახლოებით 2 ჰექტარი მიწის ფართობი.

 

22 აგვისტო - ხანძარი ზემო ბოშურში. ცეცხლი ტყის მასივშია გაჩნდა, სადაც წიწვოვანი ხეებია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდა.

 

22 აგვისტო - ხანძარი გლდანის ხევში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, ცეცხლი ბალახს ეკიდა.

 

22 აგვისტო - ხანძარი ლაგოდეხში 22 აგვისტოს ბალახს გაუჩნდა. ცეცხლი 0,5 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული.

 

22 აგვისტო - ხანძარი ფშავ-ხევსურეთში, სოფელ ბახაოში. ცეცხლი საძოვრებსა და ფოთლოვან ტყეს 2 ჰექტარზე მოედო.

 

23 აგვისტო - დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ნაწვერალს (უკვე აღებული ხორბლის ნარჩენებს) მოეკიდა ცეცხლი. ფართობი დაახლოებით 20 ჰექტარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1 ბუჩქიც არ დამწვარა და არაფერს გადასდებია სხვას.

 

23 აგვისტო - ხანძარი წეროვანში. ბალახი ავტობანის მიმდებარედ იწვოდა.

 

24 აგვისტო - ხანძარი მახათას მთასთან. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზე არსებულ ბალახს ეკიდა.

 

24 აგვისტო - პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში. ცეცხლი ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზეა გავრცელებული.

 

25 აგვისტო - ახალციხეში, სოფელ ურაველთან 1,5 ჰექტარ მიწის ფართობზე ბალახი და რამდენიმე ბუჩქი იწვის.

 

არცთუ იშვიათად, ამ დღეების განმავლობაში კი განსაკუთრებით ხშირად, მოისმენდით განცხადებებს, მოსაზრებებსა თუ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ ეს ხანძრები, მათი უმრავლესობა მაინც, არა შემთხვევითობა, არამედ დივერსიაა და მასში მტერი მეზობელი სახელმწიფოს - რუსეთის ხელი ურევია. რუსეთის საგარეო უწყებამ ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გააკეთა, საზოგადოებაში კი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. 

 

სინამდვილეში ხანძარი, როგორც დივერსიის ფორმა, ხშირადაა გამოყენებული ერთი სახელმწიფოს ან თვითაღიარებული წარმონაქმნის მიერ მეორის წინააღმდეგ, როცა აგრესორს ზარალის მიყენება, პანიკის დათესვა ან დეზორგანიზებულობის სხვა გამოვლინება აქვს მიზნად დასახული. 

 

ამას ცხადყოფს ისრაელის მაგალითი, სადაც 2016 და 2017 წლებში ხანძარი ერთხელ დასახლებულ პუნქტში, ერთხელ კი ტყეში გამოიყენეს. 

 

2016 წლის 24 ნოემბერს ტერორისტებმა ხანძარი გააჩინეს ისრაელის ქალაქ ხაიფაში, სადაც მათ სწორედ კლიმატური პირობები (40 გრადუსი სიცხე და ძლიერი ქარი) გამოიყენეს მოკავშირეებად.

 

ხაიფაში ერთდროულად გაჩნდა ხანძრის კერები ქალაქის შემოგარენში და თვითონ ქალაქშიც. საჭირო გახდა 11 საცხოვრებელი კვარტალის, ციხისა და საავადმყოფოს ევაკუაცია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ცეცხლის სხვადასხვა კერა ხელოვნურად, ეთნიკურმა არაბმა რამდენიმე პირმა გააჩინა. 

 

მეორე შემთხვევა სულ ახლახან, ისრაელის დედაქალაქთან ახლომდებარე, სატაფის ტყეში, ისრაელის დასავლეთ საზღვართან იყო. ხანძრის გამო ცალკეული კვარტლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, ცეცხლის ქრობას კი ცოცხალ ძალასთან ერთად, 4 სპეცთვითმფრინავი შეუდგა. 

 

SATAF-IZRAEL.jpg

SATAF-IZRAEL1.jpg

SATAFF.jpg

SATAF1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !