
იურისტი ნათია დიღმელაშვილი "ფეისბუქზე" "არაიურისტი მეგობრებისთვის" განმარტავს, რა მოხდა "რუსთავი-2"-თან მიმართებაში.
"ძალიან ბევრი არაიურისტი მეგობარი მთხოვს ავუხსნა, თუ რა მოხდა დღეს. მოკლედ და არაიურიდიულ ენაზე:
1. სასამართლო გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან და შექმნა ახალი, გაუგებარი წარმოშობის ინსტიტუტი (რომლის პრეცენდენტიც არ არსებობს).
2. საერთო სასამართლომ გათელა კონსტიტუცია და ფეხებზე დაიკიდა საკონსტიტუციო სასამართლო. საერთოდ საკონსტიტუციო სასმართლოს არსებობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
3. საერთო სასამართლომ აღუკვეთა რუსთავი ორს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, რადგან უფლებამოსილება შეუწყვიტა ყველა წარმომადგენელს (იურისტებს მათ შორის). ერთადერთი ვისაც შეუძლიათ გადაწყვეტილების გაასაჩივრება, არიან ახლად დანიშნული "დროებითი მმართველები" რომლებიც საკუთარი თავის წინააღმდეგ, ლოგიკურია, რომ ვერც და არც გაიბრძოლებენ.
4. დაავალა "დროებით მმართველებს" მიუკერძოებლად გაუძღვნენ საწარმოს, მაშინ როდესაც ერთი "მმართველი" თავად არის მომჩივანი, მეორე - იმედის ყოფილი ხელმძღვანელი :)) გამოდის, რომ ზედა ინსტანციებში საქმის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს უნდა ედავონ.
შედეგები:
1. დღეიდან ვემშვიდობებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.
2. ვემშვიდობებით დემოკრატიას.
3. ვემშვიდობებით ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
4. ვემშვიდებობით საერთაშორისო მხარდაჭერას.
მალე ალბათ რუკიდანაც გავქრებით.
ოთხწლედის მიზანიც შესრულებულია".