
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "რუსთავი-2"-თან მოდავე მხარის ბრიფინგის იმ მონაწილეებს მიმართავს, ვინც ეროსი კიწმარიშვილს იცნობდნენ.
მე არ ვარ ”ძირძველი” რუსთავი ორელი. 2006 წლიდან ვმუშაობ აქ. მე ის რუსთავი ორელი ვარ, ვისაც ის კაცი აკრიტიკებდა - თან მწარედ. და ვისთანაც, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ნიუსრუმში იდგა და სამომავლო გეგმებზე გულღიად საუბრობდა.
ჩემგან არა - თქვენგან მაინც ეკუთვნის ამ კაცს - თუნდაც ერთხელ ხსენება. 20 წუთია ლაპარაკობთ უკვე. გამომრჩა?
ეროსი კიწმარიშვილი ერთხელ მაინც გეხსენებინათ - ისევ სათქვენოდ ვამბობ, თორემ იმას კი არაფერი -აღარაა ცოცხალი..."