-
2015-11-05 23:41
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, "რუსთავი-2"-ის დროებით მმართველად ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ნიკა გვარამია წერს.
"გილოცავთ, მეგობრებო!
საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი).
ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი", - წერს ნიკა გვარამია.
სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილში მითითებულია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, შპს "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის" დირექტორს ნიკა გვარამიასა და ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიას შეუჩერდათ უფლებამოსილება, ხოლო დროებით მმართველად დაინიშნა რევაზ საყევარიშვილი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას!.."- წერს ნიკა გვარამია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43