
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა პირველი კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ეკა ზღულაძის გადადგომის შესახებ. შეგახსენებთ, ზღულაძე შს მინისტრის პირველი მოადგილეა.
"ეს არ არის მართალი. ეკა ისევ მუშაიბს ჩვენს გუნდში და მე ეს ძალიან მახარებს", - აცხადებს ავაკოვი. მანამდე რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახური პრობლემების გამო ეკა ზღულაძე საფრანგეთში გამგზავრებას გეგმავს და სწორედ ამ მიზნით, შვებულებაში გავიდა, საიდანაც ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს.