-
2015-11-05 14:43
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე ნაწილობრივ ადასტურებს მედიით აგვრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იანვრიდან საზმაუზე მისი გადაცემა გავა ეთერში.
"მართლაც ჩემზე ადრე იგებს ყველა ყველაფერს, როგორც ვატყობ. რადგან ასეთი დიდი ინტერესია, დავაზუსტებ: ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა მე და გენერალურ დირექტორს.
არის ასეთი წინადადება რომ ახალი გადაცემა შევთავაზოთ მაყურებელს, სავარაუდოდ, იანვრიდან.
ეს იქნება განსხვავებული ფორმატის ანალიტიკური თოქ შოუ. ფორმატი ჯერ დაზუსტების სტადიაშია. მტვარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი პრინციპების და სტანდარტის ერთგული რჩება", - წერს ეკა მიშველაძე.