
პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სტრასბურგიდან ეხმიანება და "ფეისბუქში" წერს:
"დღეს შუადღისას გარდაიცვალა ჩემი უფროსი ძმა -- ფრიდონ (მამუკა, ფორე) ბერძენიშვილი. მე ცოცხალი ვარ. ბოდიში ყველას, თუ გული გატკინეთ, როდესაც ჩემი სიკვდილის ამბავი გეუწყათ. მეც თქვენსავით ინტერნეტით გავიგე; ოღონდ მას შემდეგ, რაც უცხოეთში საყვარელმა მეგობარმა დამირეკა და ჩემი ხმის გაგონებაზე ცუდად შეიქნა..."
ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად "მაესტრომ", მასზე დაყრდნობით კი სხვადასხვა ინტერნეტგამოცემებმა, მათ შორის. "აფხაზეთის ხმამ" გაავრცელა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ამჟამად შეცდომა ვებგვერდზე გასწორებულია.