
სასამართლოს გადაწყვეტილებით ანასტასია გონჩაროვამ, რომელიც ამბობს, რომ კახა ბენდუქიძის შვილია, ინარჩუნებს უფლებას გააგრძელოს ბრძოლა საკუთარი წილისთვის. სასამართლომ დეენემის ტესტის ჩატარების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეგრაფი ავრცელებს.
ლონდონში მიმდინარე სასამართლოს გადაწყვეტილებით დეენემის ტესტის მასალები მოსკოვში გაიგზავნა. გონჩაროვა ამტკიცებს, რომ ანალიზის პასუხები დაადასტურებს, რომ ის ბენდუქიძის შვილია.
კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში, მას შემდეგ რაც ერთი კვირით ადრე ციურიხში გულის ოპერაცია გაიკეთა.
მის ქვრივს, ნატალია ზლოტოვას და ანასტასია გონჩაროვას, რომელიც ამტკიცებს, რომ ბენდუქიძე მისი მამაა, ამის შემდეგ აქვთ დავა ბენდუქიძის დაახლოებით მილიარდიან ქონებაზე.