ხალვაშის მოწმეს ამჟამად ხელისუფლებაში მყოფები 2012 წლის არჩევნებამდე "ზონდერ-ექსპერტად" მოიხსენიებდნენ

Image

"პირველი რადიო" ქიბარ ხალვაში-"რუსთავი-2"-ის საქმეზე მოსარჩელე მხარის ერთადერთი მოწმის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ექსპერტი შალვა ივანაშვილი, რომელმაც 2006 წლის მდგომარეობით ტელეკომპანიის მდგომარეობა შეაფასა, 2012 წლის ივნისში მოსახლეობისთვის „გლობალ ტვ“-ს ანტენების დამონტაჟების საქმეში ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყო.

 

2012 წლის ივნისში გამართულ სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე სწორედ ივანაშვილის და მეორე ექსპერტის, გიორგი ჩადუნელის დაკითხვას ითხოვდა. როგორც მაშინ თადუმაძე აცხადებდა, ივანაშვილის მიერ მომზადებულ დასკვნაში, ფინანსური ცნებები ბუნდოვანი იყო.

 

შოთა ივანაშვილის მომზადებულ დასკვნაში ეწერა, რომ „გლობალ ტვ“-ის ბიზნეს გეგმა სატელიტური ანტენების განვადებით დამონტაჟებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება ყოფილიყო მომგებიანი. „გლობალ ტვ“-ის გარდა, ექსპერტ ივანაშვილის და ჩადუნელის, ასევე ექსპერტ დავით ამაშუკელის ხელმოწერა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ქართუ ჯგუფზე“ მომზადებულ დასკვნაზეა.

 

მაშინდელი ოპოზიციისთვის ივანაშვილის და ჩადუნელის მომზადებული დასკვნები სადაო იყო და ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებში ფინანსური ცნებები ბუნდოვანი იყო. სწორედ ამ დასკვნების საფუძვლეზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმები უნდა გადაეხადათ. როგორც ცნობილია „რუსთავი 2“-ი ს ადვოკატებმა დღეს შოთა ივანაშვილს „გლობალ ტვ“-ი ს და „ქართუ ჯგუფის“ საქმეები შეახსენეს, თუმცა მოსამართლე ურთმელიძემ შეკითხვა პოლიტიკურად ჩათვალა და მოხსნა.

 

საინტერესოა ის გარემოება, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ივანაშვილი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „გლობალ ტვ“-ისთან და „ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებული საქმეების ძიებაში არსად ფიგურირებს, თუმცა მას ოპოზიციაში ყოფნისას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები „ზონდერ ექსპერტად“ მოიხსენიებდნენ. შეგახსენებთ, რომ ექსპერტი შოთა ივანაშვილი ქიბარ ხალვაშის ერთადერთი მოწმეა.

 

"პირველი რადიო"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !