
გასული კვირის (18-25 ოქტომბერი) სატელევიზიო გადაცემების რეიტინგში, რომელიც ყოველი კვირის ბოლოს ჯამდება, პირველი 25 ადგილი "რუსთავი-2"-ის ეთერში გასულ სხვადასხვა გადაცემას უჭირავს, ხოლო საერთო რეიტინგში, თითქმის ერთნაირი მონაცემებით, "ვანოს შოუ" და "განსხვავებული აქცენტები" ლიდერობენ.
რეიტინგის მონაცემები სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ შაბათის "ქრონიკა", ტვ "იმედის" ეთერში, სადაც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, 28-ე ადგილზე გავიდა.