"ფრესკო" თავისუფალი მედიის, სიმშვიდისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად ყველა სუპერმარკეტში საქართველოს ჰიმნს გააჟღერებს

Image

კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად თავისუფალი მედია, სიმშვიდე და სტაბილიზაცია სჭირდება. მისი გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან ყოველდღე, 21:00 საათზე ყველა სუპერმარკეტში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება.

 

"თუ გვახსოვს, საიდან ამდენი ზიზღი, გაუტანლობა, ერთმანეთის მტრობა, ეს ყველაფერი დღეს იმ დოზითაა, რაც ჩემი აზრით აუცილებლად გამოიწვევს საქართველოში შიდა დაპირისპირებას. ყველაფერი ეს კი აბსოლუტურ კოლაფსამდე მიიყვანს ჩვენს ეკონომიკას. 

რა ინვესტიციებზე, რა ახალ სამუშაო ადგილების შექმნაზე, წინსვლაზე და განვითარებაზე შეიძლება საუბარი თუ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდება. 

 

„ფრესკო“ ყველასთვისაა. შიგნით ”ფრესკოში” სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, ნაციონალობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები მუშაობენ და არაფერი ხელს არ უშლის მათ იმეგობრონ, ერთ გუნდად იყვნენ და ერთად აშენონ და შექმნან „ფრესკო“ თქვენთვის და თავისთვის.

 

„ფრესკო“ ხალხის ერთი პატარა ნაწილია, იმ ხალხის, რომელიც ერთადერთი ძალაა ამ ქვეყანაში და არ არსებობს არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ძალა. ამ ძალის ნება მხოლოდ კანონით დანიშნულ დროს, საარჩევნო ყუთებთან უნდა გამოიხატოს. 

 

აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაწყებული ამა წლის 1 ნოემბრიდან, ჩვენი კომპანიის ყველა სუპერმარკეტში ყოველ დღე 21:00 საათზე, გავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი, როგორც შეხსენება ყოველივე ზემოთ თქმულის, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ ჩამოყალიბდება მთავრობა.

 

გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ ინიციატივას, რომელიც გამოხატავს ჩვენს საერთო გულისტკივილს.

 

„....თავისუფლებას დიდება !“

„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“ - გვახსოვს?
„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“ - გვახსოვს?
„არა იპარო“ - გვახსოვს?
„არა ცილისწამო მოყვასსა შენსა“ - გვახსოვს?
„არა კაც კლა“ - გვახსოვს?

 

P.S. თუ ვინმეს ჰგონია რომ მე, ვასილ სოფრომაძეს, ვინმეზე ნაკლები ტემპერამენტით შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი, ან საერთოდ მაწუხებს ეს აზრი ვინმესთვის მოსაწონი იქნება თუ არა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემს ძარღვებში სისხლის მაგივრად წყალია, ძალიან ცდება, უბრალოდ, მე მთელი ჩემი შეგრძნებით და გამოცდილებით ვიცი, ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას თავისუფალი მედია, სიმშვიდე და სტაბილიზაცია სჭირდება", - ნათქვამია ვასილ სოფრომაძის განცხადებაში.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !