იმაზე მეტი გზა, ხიდი გავაკეთეთ, ვიდრე სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში – ირაკლი ღარიბაშვილი

Image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მათ 3 წლის განმავლობაში უფრო მეტი გზა, ხიდი გააკეთეს, ვიდრე სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში. 

 

“როცა სააკაშვილი მიდიოდა გზების გასახსნელად, როგორ აკეთებდა ამას – გზის ერთ მონაკვეთზე დააყენებდა საკუთარ კამერებს, ტელევიზიებს, რომლებიც აბსოლუტურად, სრულად კონტროლდებოდა მის მიერ, ჯერ ერთი მხრიდან გადაიღებდნენ ამ გზას, იტყოდნენ, რომ ნახეთ რა მაგარი გზა გავაკეთეთ, შემდეგ, მეორე ხედით იღებდნენ და იტყოდა, რომ სხვა გზა გავაკეთეთო.

 

ასეთი ტყული იყო დამკვიდრებული საქართველოში. ჩვენ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამ 3 წლის განმავლობაში დავაგეთ იმაზე მეტი გზა, ხიდი, ვიდრე სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ, მისგან განსხვავებით გზას, ხიდებს და ა.შ. არ ვხსნით სხვადასხვა ხედებით. ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის სტილი. ჩვენ გელაპარაკებით მხოლოდ სიმართლეს.

 

ჩვენი მედიის პირობებში არა თუ სხვადასხვა ხედებით გზის გაშუქება, არამედ ერთი გზის მონაკვეთის ან გზების, მაგისტრალების გაშუქებაც კი გვიჭირს, იმიტომ, რომ ამათ არ აინტერესებთ. ამათ აინტერესებთ, რომ დაგძაბონ მაქსიმალურად, მხოლოდ ნეგატივზე გააკეთონ აქცენტი. მაგრამ ჩვენ, ჩვენი მთავრობა პირადად ადგილზე ჩამოვალთ ყველგან და ადგილზე ჩაგაბარებთ ანგარიშს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

პრაიმტაიმნიუსი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !