ლადო ბედუკაძე ადასტურებს, რომ 2014 წელს მისი სოციალური ქსელის პროფილი გატეხეს

Image

ე.წ. „ციხის კადრებთან“ დაკავშირებული პერსონა ლადო ბედუკაძე, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვები, რომ კადრების ნაწილი მან შეკვეთით დადგა, „ფეისბუქში“ წერს, რომ მისი პროფილი სოციალურ ქსელში გატეხეს და ამაზე განცხადებაც შეიტანა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 

 

ის ფაქტი, რომ ლადო ბედუკაძის პროფილი გატეხეს, შესაძლოა, ზრდიდეს იმ მიმოწერის ავთენტურობის შანსს, რაც „განსხვავებულ აქცენტებს“ ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ მიაწოდა და რომელიც დღესაა დაანონსებული. შეგახსენებთ, მიმოწერაში ლადო ბედუკაძისა და ნინო ჯღარკავას დიალოგია ასახული.

 

სტატუსში ლადო ბედუკაძემ ის განცხადებები ჩამოთვალა, რომლებითაც სხვადასხვა დროს სამართალდამცველებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ჩამონათვალს შორის არის განცხადება სოციალური ქსელის გატეხვასთან დაკავშირებით, რომელიც 2014 წლის 6 მარტით თარიღდება.

 

ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ მას მიმოწერის სქრინი 2014 წლის ნოემბერში მიაწოდეს. მისი თქმით, თავდაპირველად მას არასერიოზულად მოეკიდა და მისი არსებობის შესახებ თავად ნინო ჯღარკავასაც შეატყობინა, რადგან მისი რეაქცია აინტერესებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ მიმოწერის გაყალბების შესახებ ნინო ჯღარკავამ საჯაროდ არაფერი გაამხილა, ხოლო გამომგზავნ პირთან ლაშა ბერულავას ფბ-დიალოგის გაგგრძელების შემდეგ საქმეში ეროსი კიწმარიშვილის სახელი ამოტივტივდა, ასევე მას შემდეგ, რაც მიმოწერის გამოგზავნიდან ერთი წლის შემდეგ როგორც კიწმარიშვილის, ასევე ციხის კადრების საქმეზე უამრავი დამატებითი ეჭვი და კითხვა წარმოიშვა, მიმოწერა „განსხვავებულ აქცენტებს“ მიაწოდა.

 

ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ნინო ჯღარკავას მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას ნაციონალები ერთი წლის წინ ავალებდნენ ამ მიმოწერით ჯღარკავასთვის შავი პიარის აგორებას, აბსურდულია, რადგან მას შენახული აქვს მიმოწერა იმ პირთან, ვინც ბედუკაძე-ჯღარკავას დიალოგის სქრინები გამოუგზავნა და ის ცნობილი პირი არ არის.

 

ბერულავას თქმით, წყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო საჯაროდ ვერ მოახდენს მის იდენტიფიცირებას, თუმცა, მზადაა, დახურულ სასამართლო პროცესზე მასალის ორიგინალები წარადგინოს.  

 

ლადო ბედუკაძის სატატუსი "ფეისბუქზე":

 

 

"ნეოფაშისტური რეჟიმის მთავარი იდეოლოგიური წყაროს, „რუსთავი 2“-ის მიერ დღემდე ვრცელდება ჭრელ-ჭრელი გვირისტებით ნაქსოვი დეზინფორმაცია, რომელიც უბრალოდ, უნიჭოდ შესრულებული სცენარია და რაზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს.

 

 

შურისძიების ჟინით შეპყრობილი პატარა ადამიანები, ხან მინდორ-მინდორ ეძებენ - ვინმე ძროხას თუ ბუღას, ხან ჩემი პირადი მიმოწერის გაყალბებით და გამოქვეყნების საქმით არიან დაკავებულები, ოღონდ გაამართლონ მათი მამამთავრის იმედი, იციან რა, რომ დაკვეთის არადამაჯერებლად შესრულების გამო პასუხი მოეთხოვებათ.

 

 

დამშვიდდით ხალხო, პროკურატურას დეტალურად აქვს შესწავლილი ეს საქმეც და ყველა მასთან დაკავშირებული მტკიცებულებაც, ახალს ვერაფერს აღმოაჩნეთ, შეეშვით მავნებლობას და ფაქტების გაყალბებას. 

 

 

სამწუხაროა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ზონდერჟურნალისტებს არ აგეკრძალათ პროფესიული საქმიანობა და დღემდე აგრძელებთ პოლიტინტრიგების ხლართვას, სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ბატონი სახალხო დამცველი, რეაგირებას არ ახდენენ ჩემს მიმართ ცილისწამების, მუქარის, შანტაჟის ფაქტების დროში გაწელილ გამოძიებასთან დაკავშირებით. 

 

 

იციან რა, რომ გამოძიებამ:

 

 

1. “საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ „თავისუფალი ზონის“ მიერ განხორციელებული პროვოკაციის მტკიცებულება „ვერ მოიპოვა და დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა“ ,(16.02.2013. დოკ.N 0002971539, ვაკე -საბურთალოსმე-5 განყ.), უფრო მეტიც, ამავე ექსტრემისტული დაჯგუფების პროვოკაციის და თავდასხმის გამო , აქეთ დამაჯარიმა სასამართლომ..

 

 

2. ინტერნეტ სააგენტოების მიერ განხორციელებული ცრუ დასმენისა და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის ფაქტზე (სააგენტო” New Posts”) და მოქ. ოქროპირძის ცრუ დასმენასთან დაკავშირებით გამოძიება 373-ე მუხლით არ დაასრულა, (ქ.თბილისის პროკურატურა, წერილები N 13/50448, N13/21805)

 

 

3. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით ქ.თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელის მიღებაზე ორჯერ უარი მითხრა,(26.09.2013წ. და 01.10.2013წ.) 

 

 

4. შსს-მ ბოლომდე არ მიიყვანა დაწყებული საქმის გამოძიება, ჩემი სოციალური ქსელის გატეხვასთან დაკავშირებით, (06.03.2014წ.)

 

 

5. შსს-მ ვერ დაინახა ფსიქოლოგიური ზეწოლის და თვალთვალის ფაქტი 2014 წლის 4 ივლისის და12 სექტემბრის ჩემს განცხადებებში,

 

 

6. არ გამოიძია ჩემი და ჟურნალისტ ზაზა დავითაიას, პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის პაიჭაძის აუდიოჩანაწერის „რუსთავი 2“-ით გამოქვეყნების ფაქტი 2014 წლის 30 სექტემბერს და ამავე წლის 6 ოქტომბერს, ვითხოვდი რა საქმის აღძვრას 157,158,159-ე მუხლებით... 

 

 

დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებულები ახალ ზღაპრებს შეთხზავთ რა თქმა უნდა, დაიმედებულნი არიან ქვეყანაში გამეფებული კოაბიტაციით.. მაგრამ, არაუშავს, იმედია, „სიყალბის ტელევიზიის“ - „რუსთავი 2“ -ის და მათი მხარდამჭერი ე.წ. ჟურნალისტების, უფრო სწორედ სააკაშვილის სპეცსამსახურების ბოლო „მსხვერპლი“ ვიქნები..."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !