
რამდენიმე გამვლელმა გააპროტესტა სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების სახალხო ჩვენება, რომელიც თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, "ნაციონალური მოძრაოპბის" ახალ ოფისთან გაიმართა, ხოლო "აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტი მოქალაქის სტატუსით დაუკავშირდა პოლიციას.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე ორ წუთში მივიდა, თუმცა, პროცესში არ ჩარეულა. ჟურნალისტი, როგორც თვითმხილველი, მხოლოდ მას შემდეგ დაკითხეს, რაც მან ამბავი "ფეისბუქზე" აღწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. ვიდეოკადრები ნინო კეკელიამ მობილური ტელეფონით გადაიღო.