უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაათვალიერა ოდესაში გახსნილი ახალი იუსტიციის სახლი.
იუსტიციის სახლი ქართული გამოცდილების კვალდაკვალ შეიქმნა და მისი ანალოგია. მოქალაქეებს აქ სწრაფად და ხარისხიანად, ცხადია, კორუფციის ნულოვანი დონით, 60-დე ადმინისტრაციული მომსახურების მიღება შეუძლიათ.