
ბიზნესმენ ქიბარ ხალვშის განცხადებით, თუ სამართლებრივი დავა მის სასარგებლოდ დასრულდება და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაიბრუნებს, ჟურნალისტები წნეხისგან გათავისუფლდებიან.
ქიბარ ხალვაში თანამშრომლებზე ხელფასების სამართლიანად გადანაწილების პირობასაც დებს.
„რუსთავი 2“-ის თითოეულ თანამშრომელს ვპირდები იმას, რომ მათ არ მოუხდებათ წნეხის ქვეშ მუშაობა. მე დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად წნეხის და დიდი კონტროლის ქვეშ მუშაობენ. ეს ხალხი ამ წნეხისგან განთავისუფლდება და შევპირდები იმას, რომ სახელფასო ბიუჯეტი, რომელიც დღეს სხვანაირად ნაწილდება
„რუსთავი 2“-ში, დიდი ნაწილი მიდის ადამიანებზე, რომლებსაც ვთქვათ, ნამუსზე აქვთ ხელი აღებული და პატარა ნაწილი პროფესიონალებზე, ნამუსზე ხელაღებულთა ბიუჯეტს გადავანაწილებთ პროფესიონალებზე. მე ვერ შევპირდები 100%-ით ყველას, რომ იქ სამსახურში იქნება. ე.წ. ზონდერი ჟურნალისტების გარდა, ყველა იმუშავებს. ეგ იქნება დაახლოებით არაუმეტეს 10 ადამიანისა“, - განაცხადა ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, თუმცა, კონრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა.
"პირველი"
ვიდეო: ქიბარ ხალვაში "იმედზე"