ტვ "იმედზე" "შალვა რამიშვილის შოუს" წამყვანი მაყურებელს დაემშვიდობა და ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ 23 ოქტომბრიდან შოუს ახალი წამყვანი ეყოლება, თავად კი ამპლუას იცვლის.
"23 ოქტომბრიდან "იმედს" ყოველ კვირას საღამოს ახალი შოუს წამყვანი ეყოლება. გულწრფელ მადლობას გიხდით რომ მიტანდით წელიწადნახევრის განმავლობაში. მე ამჯერადაც ამპლუას ვიცვლი, თქვენ კი ამ ნიჭიერ კაცს გიტოვებთ რომელმაც უკვე დალია ჩემი ჩაი", - წერს რამიშვილი.