
„სოვეტსკი სპორტი“ ექსკლუზიურად ავრცელებს სამხედრო უწყისის ფოტოასლს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე მოსკოვის სამხედრო კომისარიატშია გამოძახებული.
ამ უწყისის მიხედვით, კახა ცხადაძეს 21 ოქტომბერს, დილის 10 საათზე მოსკოვში, საველევსკის რაიონში, ბუტირსკის ქუჩაზე მდებარე სამხედრო კომისარიატში იბარებენ. დოკუმენტს ხელს რაიონის სამხედრო კომისარი, ვინმე კოჟოკარი აწერს.
ცხადაძეს რუსეთში სამხედრო აღრიცხვის მონაცემების დასაზუსტებლად იბარებენ. დოკუმენტი გაგზავნილია მისამართზე, რომელიც 2000 წლის შემდეგ არ არის კახა ცხადაძის საცხოვრებელი ადგილი, მას შემდეგ, რაც მან ჯერ კიდევ 90-იან წლებში „დინამოს“ მიერ მისთვის გადაცემული ბინა გაყიდა.
კახა ცხადაძე მოსკოვის „სპარტაკსა“ და „დინამოში“, ასევე, გერმანულ „აინტრახტში“ თამაშობდა, შემდეგ კი „მანჩესტერ სიტიში“. იყო სსრკ-სა და დსთ-ს ნაკრებში, სადაც ევრო-92-ში მონაწილეობდა. 2014 წლიდან კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია.