-
2015-10-06 11:58
"რუსთავი-2"-ის "კომედი გრუპის" ყოფილი წევრი დათო გოგიშვილი, იგივე "ციყვი" აცხადებს, რომ 2011 წელს, როცა "რუსთავი-2"-დან წამოსვლა რამდენიმე მსახიობმა გადაწყვიტა, პროცესში ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
„2011 წლის ბოლოს, როდესაც უკმაყოფილოთა ჯგუფმა გადავწყვიტეთ „რუსთავი 2"-დან წამოსვლა და ამ ინფორმაციამ უმაღლეს ეშელონებამდე მიაღწია, არხის ხელმძღვანელობამ დავალება მიიღო, ივანიშვილთან არ გადავსულიყავით.
ამ პროცესში ძმები ახალაიებიც ჩართულები იყვნენ. როგორც ვიცი, ახალაიამ მითითებაც გასცა „კომედი შოუს" რამდენიმე მსახიობზე, რომ ტელეკომპანიაში დარჩენის სანაცვლოდ, ნებისმიერი თანხა დაენიშნათ, რასაც მოითხოვდნენ. თუ „რუსთავი 2" ხელისუფლების მიერ არამართვადი ტელეკომპანია იყო, რატომ წყდებოდა სახელისუფლებო სტრუქტურებში დათო გოგიშვილისა და ამიკო ჩოხარაძის ბედი?" - განაცხადა გოგიშვილმა "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.