-
2015-10-05 13:12
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირი საოლქო-საარჩევნო კომისიებში თანამშრომლების უკანონო გათავისუფლებაზე საუბრობს.
კავშირის წარმომადგნები ამბობენ, რომ ისინი აქტიურად იმუშავებენ, რათა არ მოხდეს ვაკანტურ ადგილზებზე პარტიული ნიშნით ადამიანების დანიშვნა. საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ კავშირში მთლაინად საარჩევნო პროცესის მონიტორინგზეც საუბრობენ.
"ცესკოს სხდომებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესს უნდა გაეწიოს დეტალური მონიტორინგი, რათა ცესკოს მიერ მოხდეს რეალურად დასაბუთებული გადაწყვეტილების მირება. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხშირ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები აბსულუტურად დაუსაბუთებელია, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს , რომ ცესკოში გადაწყვეტილება მიიღება პარტიული და არა ნეიტრალური ნიშნით.
აღნიშნული ეჭვის საფუძველი გახდა მიმდინარე პროცესები, როდესაც გამოცდილი და აკვალიფიციური კადრები , რომლებსაც ეწურებოდათ უფლებამოსილების ვადა , თითქმის 100% რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ჩანაცვლდა პარტიული და გამოუცდელი კადრებით ან ნათესავ-მეგობრებით.
ჩვენი მიზანია სააარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ინტერესების დაცვა, პოლიტიკური თუ ორგანიზაციული ზეწოლისაგან,"- განაცხადა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამგეობის თავმდჯომარე ნინო დაუთაშვილმა.