ქუთაისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2" - ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 239-2 მუხლით ბრალის წაყენების გამო ქუთაისში შიმშილობის აქცია დაიწყო. ამის შესახებ "ქუთაისი ნიუსი" იტყობინება.
ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე, მოგვიანებით კი - კახა გაბუნია გუშინ ქუთაისში "რუსთავი-2"-ის მხარდამჭერი აქციის ორგანიზების გამო დააკავეს, თუმცა, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით წაუყენეს, რასაც მათი მხრიდან შიმშილობის გამოცხადება მოჰყვა.
პარალელურად, ქუთაისის მერიის წინ შიმშილობა გამოაცხადეს დაკავებულთა მეგობრებმა და თანაგუნდელებმა ნატალია ქუთათელაძემ, კახა ქორიძემ, კახა ხვარეშიამ, თემურ გონკილაშვილმა და ბექა ქვაჩაკიძემ. ისინი ამ დრომდე მერიის წინ იმყოფებიან და მეგობრების დაკავებას აპროტესტებენ.