საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა. ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ ხმის დამთვლელმა კომისიამ შედეგები ახლახან გამოაცხადა.
საარჩევნო ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან 18-მა ხმა ლევან კობიაშვილს მისცა, 15-მა კი რეზი არველაძეს. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მამუკა კვარაცხელიამ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.