ქიბარ ხალვაშის პრესსამსახური: "ნიკა გვარამია სასამართლოს აშანტაჟებს"

Image

ქიბარ ხალვაშის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია ცდილობს, სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს. 

 

„ნიკა გვარამია სასამართლოს აშანტაჟებს...

ნიკა გვარამიას დღევანდელმა ისტერიულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მოთხოვნები „რუსთავი 2"-ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით იყო დროული და აუცილებელი ღონისძიება ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის პროცესში. 

 

მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი დავისა, ნიკა გვარამიას უკან მდგომმა ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებმა, კიდევ ერთხელ სცადეს „რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის, არაპირადპირი გზით, არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალების „მოლარის" დავით კეზერაშვილის სიძეზე გადაფორმება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით სამი წლის წინაც, 2012 წლის 4 ოქტომბერს, ასეთი მცდელობა ჰქონდა დავით კეზერაშვილს და ახლაც, ხელისუფლების დანაშაულებრივი წაყრუებითა და უმოქმედობით, იმავე სქემით ცდილობს ჩვენი საკუთრების კიდევ ერთხელ მითვისებას.

 

პოლიტიკურ დემაგოგიაში გაწაფული გვარამია,სასამართლო დავის დაწყების პირველი დღიდან ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერაფერი აღუდგება წინ. მან დღესაც ჩვეულ სტილში განახორციელა არნახული ზეწოლა სასამართლოზე.

 

იმედი გვაქვს, ახალი სასამართლო არ დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას, არც ხელისუფლება დაყვება შანტაჟს, ჩვენ კი საკმაოდ მიზანსწრაფულები ვართ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყოფილ იურისტ გვარამიას, შეწყვიტოს ყოვლად გაუმართლებელი ზეწოლა სასამართლოზე და ხელს ნუ შეუშლის ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით, სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას.

 

გვსურს,საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთ თემაზე გავამახვილოთ. გვარამია, ბოლო დროს, ხშირად მანიპულირებს ტელეკომპანიის დახურვის თემით, რითაც ცხადს ხდის ვერაგულ ჩანაფიქრს - მას და მის თანაგუნდელებს, ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერებით, სურთ ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე და „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე.

 

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კომპანიის ხელოვნურად გაკოტრების ცდებს და ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2" არ გაჩერდება და არცერთი, ვიმეორებთ, არცერთი ჟურნალისტი და თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს. პირიქით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი, ნორმალური,მშვიდი და ღირსეული სამუშაო პირობები."- აღნიშნულია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !