
„პუტინ *უილო“; „უსინდისო მთავრობასთან ბრძოლაში „რუსთავი-2“-ის მხარდასაჭერად“; „სამარის ქვაზე ოქროს ასოებით წარწერის შესაწირი“; „ბიძინასთვის დედის სატირებლად“,
ეს და სხვა ფრაზებია მითითებული გადახდის ქვითრებში, რომლითაც მოქალაქეები „რუსთავი-2“-ის ანგარიშზე, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად თანხას რიცხავენ.
არის სიმბოლური დამთხვევებიც. მაგალითად, გადარიცხულთა შორის ჭარბობს 5.55, 55.5 ლარისა და 41.00 ლარის გადარიცხვები. ამასთან, ერთერთმა ინტერნეტმომ,ხმარებელმა დაწერა, რომ დღეს მანქანას გააჩერებს, ფეხით ივლის და დაზოგილ ბენზინის ფულს "რუსთავი-2"-ს ჩაურიცხავს. "უმუშევარ კაცს მეტი არაფერი შემიძლია", - აღნიშნა მან.