
"რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, "რუსთავი-2" ახლოსაა დახურვასთან. "არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ეთერში, რადგან ის, რომ ჩვენ ვმაუწყებლობთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს ჩვენი მაუწყებლობის შეწყვეტისთვის".
ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი-2"- მა მოიძია დამატებითი ინვესტიცია და თუ ქიბარ ხალვაში მოიგებდა ამ პროცესს, წაიღებდა "რუსთავი-2"- ს, 6 მილიონით გაზრდილი კაპიტალით.
დადასტურდა ორი რამ: ქიბარ ხალვაში იბრძვის არა "რუსთავი-2"-ის, არამედ "რუსთავი-2"-ის შეფერხებისთვის და მეორე - ქიბარ ხალვაშის უკან დგას სახელმწიფო. ეს ყველაფერი ორკესტრირებულად ხდება "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ.
"მე მივმართავ ხელისუფლებას: სანამ "რუსთავი-2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ!", - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.