
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო და იმამ ალის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, მარნეულში მცხოვრებმა მუსლიმმა გოგონებმა და მათ შორის ქრისტიანმა გოგონებმა, მარნეულში და თბილისში მცხოვრებ ქრისტიანებს მარიამობა ვარდებით მიულოცეს.
ინფორმაცია ვებ-გვერდზე "მუსლიმები საქართველოში" - mgeo.ge-ზე ვრცელდება:
"ქრისტიანები მუსლიმანების მხრიდან ამ ნაბიჯს ძალიან თბილად და სიყვარულით ხვდებოდნენ. განსაკუთრებულად გაოცებულნი იყვნენ თბილისში ჩამოსული სხვა ქვეყნების ტურისტები, რომლებიც თავიანთ ემოციებს ვერ მალავდნენ და ამბობდნენ : "ნუთუ საქართველოში მუსლიმები და ქრისტიანები ასეთი ურთიერთობებით ცხოვრობენ..."
მუსლიმმა და ქრისტიანმა გოგონებმა ქუჩებში, ეკლესიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში მუსლიმების მილოცვები ქრისტიან და-ძმებს გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ისლამში წმინდა მარიამი სამყაროს ქალთა შორის გამორჩეული ერთ-ერთი წმინდანია და წმინდა წიგნ ყურანში წმინდა მარიამს დიდი ადგილი ეთმობა, სადაც უფალი მას აქებს და აფასებს:
"და აი, უთხრა ანგელოზმა: ო, მარიამ, ალაჰმა გამოგარჩია შენ, განგწმინდა და გამოგარჩია სამყაროთა ქალებში. (ყურანი: სურა ალი-იმრანი, აითი 42)".