
მომღერალი ზურა ხაჩიძე "ფეისბუქის" მეშვეობით საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და პუნქტობრივად აყალიბებს, რას გააკეთებდა, მილიარდერი რომ იყოს.
„მილიარდერი რომ ვიყო, ლარს და ეკონომიკას გავამყარებდი.
1. მოვიწვევდი 3-4 კაცს მსოფლიოს ეკონომიკის "კიტებს" და დავუდებდი ხელწეკრულებას კარგი ანაზღაურებით (შესაბამისად მოვთხოვდი).
2. ავიყვანდი მსოფლიოში ძლიერ ავტორიტეტულ პიარ-ორგანიზაციას.
3. მოვძებნიდი ემიგრაციაში მყოფ გამოცდილ და კვალიფიციურ კადრებს რომლებსაც მოვიხმობდი და დავაბრუნებდი სამშობლოში ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად.
3. წყლის, ხილ-ბოსტნეულის, ღვინის და ტურიზმის ხარისხს ავწევდი მაღალ ნიშნულზე.
4 .პრესკონფერენციას მოვიწვევდი და ჩემს ხალხს ავუხსნიდი ქვეყნის სტრატეგიას და გზას საით მივდივართ და რა გვინდა! მერე გენახათ თქვენ ქვეყნის და ხალხის მოტივაცია!!! ბოლომდე მივიყვანდი საქმეს და ბედნიერი ვიქნებოდი. აი ესე!“, - წერს ხაჩიძე „ფეისბუქში“.