აბიტურიენტის ემოციური მიმართვა: "ჩვენი ოცნება იყო სტუდენტობა, გთხოვთ, ნუ გაგვწირავთ, ქალბატონო მაია..."

Image

აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში გადალახეს ბარიერი და უმაღლეს სასწავლებლებში მაინც ვერ მოხვდნენ, განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით მიმართავენ და ქაციას გეგმავენ.

 

აბიტურიენტებმა უნივერსიტეტებში მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით "ფეისბუკზე" გვერდი გახსნეს. სოციალურ ქსელში იმ აბიტურიენტების მიერ მიღებული ნიშნების სქრინები იპოსტება, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცებზე საშუალო ქულები მიიღეს, მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებში მაინც ვერ ჩაირიცხნენ.

 

ამასთან, აბიტურიენტები გვერდის დახმარებით გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც მიმართავენ:

 

"naec.ge, უსამართლობის შეგრძნება არ გიჩნდებათ, როდესაც 25 ქულებით ბავშვები უფასო ფაკულტეტებზე სწავლობენ და მაღალქულიანი აბიტურიენტები უნივერსიტეტს გარეთ რჩებიან ? უსამართლობის გრძნობა არ გიჩნდებათ, როდესაც ადამიანს მთელი წლის წვალებას წყალში უყრით ? უბრალოდ სამარცხვინოები ხართ...

 

თქვენს გვერდზე კითხვასაც რომ გისვამთ, იმასაც უზრდელად მპასუხობთ. მეუბნებით მეტი ფაკულტეტი რატომ არ დაწერეო. მეტი რაღა მექნა, 11 მეწერა და დიდი ბოდიში, რომ ისეთი ფაკულტეტი ვერ ჩავწერე, სადაც 3000 დან 4000-მდეა გადასახადი ამ შემთხვევაში ხომ ვიქნებოდი სტუდენტი? და ხომ გაწყდებოდნენ ჩემი მშობლები წელში ამ გადასახადის გადახდით?

 

ჩემნაირი ძალიან ბევრია დღეს... ახლა ვხვდები, რატომ არის საქართველო განათლების დონით ასე დაბლა და არც შიცვლება არაფერი, სანამ ასეთ სისულელეებს ბოლო არ მოეღება. ბევრთან დიდი ბოდიში, მაგრამ ბევრი ლაპარაკითაც ძვლის ლაპარაკობდა და სტუდენტი ისე გახდა როგორც არაფერი...

 

დიდი მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასეთი საშინელი ოპერატორები რომ გყავთ და ყვირილით გვემშვიდობებოდნენ. მადლობა, ქუჩაში რომ დაგვტოვეთ აბიტურიენტები, რომლებმაც 50% ზე მეტი ქულები მივიღეთ...

 

მერე გიკვირთ, რატომ არის საქართველოში განათლების დაბალი დონე და წუწუნებთ, ცუდი თაობა მოდისო, გიკვირთ, რატომ ოცნებობენ სხვა ქვეყანაში წასვლაზე ახალგაზრდები... მე გაგცემთ პასუხს, იმიტომ, რომ აქ სამართალი არ არის !!!", - წერს მარიამ ვადაჭკორია.

 

განათლების სამინისტროში ჯერჯერობით პასუხი არა აქვთ.

 

"ძალიან ბევრი აბიტურიენტი, რომელმაც მაღალი ქულა  მიიღო, დარჩა უნივერსიტეტს გარეთ. ისინი აპირებენ აქციის გამართვას მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით, რადგან  გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეცდომები დაუშვა  ქულების დაჯემების დროს. მე პირადად  დავაგროვე საშუალოზე მაღალი ქულა, მეწერა 10 ფაკულტეტი, მაგრამ ვერ მოვხვდი ვერსად, სამაგიეროდ ბავშვები, რომლებმაც ზღვარი ძვლივს გადალახეს, აგრძელებენ სწავლას.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ცენტრში  ვრეკავდით და თითონაც არ იციან, რა გვითხრან. უბრალოდ ვერ აგვიხსნეს ვერაფერი, ხოლო როდესაც ცხელ ხაზზე ვერეკავ, ვერ  მპასუხობენ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. გვატყუებენ  და სხვადასხვა ნომრებზე გვარეკინებენ", - გვითხრა ანუკი არსენიძემ. 

 

"ფეისბუქის" გვერდზე უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების ახალ-ახალი სქრინები ქვეყნდება. ერთ-ერთი აბიტურიენტი, ბესო სამხარაძე მაია მიმინოშვილს ემოციურად მიმართავს: 

 

"ქალბატონო მაია : უმორჩილესად გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩემი სიტყვები, წარმატებით დავძლიე გამოცდები და მაინც ვერ მოვხვდი უნივერსიტეტში, ფაქტიურად ქუჩაში დავრჩი და არაფერი შეღავათი გაგვეწევა? ვგულისხმობ მეორად ჩარიცხვებს, ჩემსავით კიდევ ბევრი აბიტურიენტი დარჩა და უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმაროთ და დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები, ჩემი ოცნება იყო სტუდენტობა ჩემი სანუკვარი ოცნება თითქოს ავიხდინე, მეგონა და უცებ მიწაზე დავეშვი ღრუბლებიდან, გთხოვთ, გევედრებით, ნუ გაგვწირავთ, გთხოვთ ქალბატონო მაია, გმადლობთ ყურადღებისათვის, ველოდები თქვენს გულისხმიერ პასუხს, თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს... ამ შესანიშნავ დღესასწაულზე მაინც გაგავახარეთ, გილოცავთ და გთხოვთ, არ გაგვწიროთ...".

 

 

qul.jpg

qul1.jpg

qul2.jpg

qul3.jpg

qul4.jpg

qul5.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !