-
2015-08-28 00:46
ხაშურის რაიონის სოფელ აძვში ყირიმ-კონგოს დაავადება გარცელდა, როგორც ერთერთმა ადგილობრივმა ,,თრიალეთს" განუცხადა. აღნიშნული ვირუსული ინფექციით მათი სოფლიდან უკვე მეორე ადამიანი გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ თბილისის საავადმყოფოში.
აძვის მოსახლეობა დახმარებას და სპეციალისტების მხრიდან სოფლის საძოვრების შეწამლვას ითხოვენ. ვირუსი ადამიანებს გადაეცემა შინაური ცხოველებიდან ტკიპებით
ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება ; ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.
დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ეს საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. დაავადებულთა დაახლოებით 40% იღუპება. ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება.
"თრიალეთი"