
რუსული შანსონის შემსრულებელმა მიხეილ შუფუტინსკიმ, რომელმაც 16 აგვისტოს ბათუმში კონცერტი ჩაატარა, ჟურნალისტებთან საუბარში თავი აარიდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
რუსმა მომღერალმა განაცხადა, რომ ბათუმში პირველადაა, ხოლო წლების წინ, ამერიკაში წასვლამდე, სოხუმში იმყოფებოდა. მისი თქმით, პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ:
"გეტყვით, რომ მე ვმღერი სიმღერებს და პოლიტიკით უნდა იყოს დაკავებული ის ხალხი, ვინც აკეთებს პოლიტიკას. ჩემი პოლიტიკაა ის კარგი სიტყვები და ის სიმღერები, რომელსაც მე ვმღერი ჩემი მაყურებლისთვის", - აღნიშნა მომღერალმა.