
რუსული შანსონის შემსრულებლის მიხეილ შუფუტინსკის კონცერტით მაყურებელთა უმრავლესობა უკმაყოფილო დარჩა. მათი თქმით, კონცერტი, რომელიც 21:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, საათნახევრით გვიან დაიწყო.
ამას გარდა, მაყურებელთა ნაწილის უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ კონცერტი სულ 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო მომღერალმა სიმღერები ახალი ალბომიდან შეასრულა და მხოლოდ ორი სიმღერა - "მარჯანჯა" და "ტაგანკა" შესრულდა ძველი რეპერტუარიდან.
შეგახსენებთ, შუფუტინსკის კონცერტი ბათუმში გაიმართა და ბილეთები 30-დან 150 ლარამდე ღირდა. კონცერტს 3.000-დე მაყურებელი დაესწრო.