
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ზვიად სიჭინავას დამსახურებაა თბილისში უეფას სუპერთასის ფინალის ჩატარება და რომ რა ურთიერთობებიც მას აქვს პალატინისთან და უეფას მაღალჩინოსნებთან, ხალხი ნატრულობს.
როგორც ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი აცხადებს, საქართველოს, სწორედ სიჭინავასნაირი ხალხი სჭირდება და მთავრობის ადგილზე, მას დარჩენას შესთავაზებდა.
თემურ ქეცბაია:
“ზვიად სიჭინავამ დაამტკიცა, რომ ყველაზე მაგრად იცის ორგანიზაცია, მენეჯმენტი, ასეთი ხალხი სჭირდება საქართველოს, რომელიც თავის საქმეში რაღაცას გააკეთებს. ზოგიერთი იძახის, ქვეყანას მოგვცეს სუპერთასიო, ქვეყანას კი არ მოგვცეს, ზვიად სიჭინავამ ჩამოიტანა ეგ სუპერთასი თბილისში და ნუ დაიკვეხნის ნურავინ, რომ მისი დამსახურებაა.
მიწევდა უეფაში ხშირად კონტაქტი, ვხვდებოდი უეფას წარმომადგენლებს, სიჭინავას რა ურთიერთობაც ჰქონდა იმ ადამიანებთან, პლატინისთან, ამას ხალხი ნატრულობს. ჩვენ ამის დანახვა არ გვინდა და გვინდა, რომ ჩვენი ხალხი მოვიყვანოთ პრეზიდენტად და ჩვენი საქმეები ვაკეთოთ. ვინ გააკეთებს ქვეყნის საქმეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე რომ ვიყო მთავრობა, შევეხვეწებოდი სიჭინავას, დარჩენილიყო და საქმე გაეგრძელებინა. ზვიად სიჭინავს ჩემთვის არაფერი გაუკეთებია. საქართველოში სახელმწიფომ ჩამომიყვანა სამუშაოდ. ზვიად სიჭინავა არ მიხდიდა ფულს.
მე მინდა, ფეხბურთის ფედერაციას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფოსთან, რადგან ეს ქვეყნის საქმეა. როდესაც ჩვენი ნაკრები გადის მინდორზე, ქვეყნის სახელით გადის. ამაში შედის ფედერაციაც, სახელმწიფოც. შეიძლება ფედერაცია დამოუკიდებელია და სახელმწიფოს არ შეუძლია ჩარევა, მაგრამ მინდორზე როდესაც გავდივართ, მთელ ქვეყანას წარმოვადგენთ.
არ შეიძლება, ჩვენი ძმაკაცები მოვიყვანოთ და დავსვათ ყველგან, საქმე ასე არ გაკეთდება. ახლა დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე, რომ 250 მილიონი ჩაიდება ფეხბურთშიო. სად იყვნენ სამი წელიწადი, სანამ თავიანთ კაცს არ მოიყვანენ, მანამდე არ ჩადებენ ფულს?" - ამბობს თემურ ქეცბაია.