
პურზე ფასის მატება გარდაუვალია. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის შემდეგ უკვე პურის მწარმოებლებიც ალაპარაკდნენ. მათი თქმით, თუ ფქვილი გაძვირდება, პურზე ფასი აუცილებლად მოიმატებს.
„თუ ფქვილის ფასი არ გაიაფდა და ელექტროენერგიის ფასის მატება სექტემბრიდან იქნება, პურზე ფასის მატება გარდაუვალი იქნება,“ - აცხადებს შპს "პური ჩვენი არსობისას" წარმომადგენელი, ომარ ფურცელაძე.
კომპანია "იფქლის" დირექტორმა კი განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პურზე ფასის მატებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.