-
2015-08-17 00:48
ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან მომხდარი ავარიის დროს მძიმედ დაზიანებული ბაიკერი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან დასავლეთ საქართველოს კატასტროფის ცენტრში, ქუთაისში გადაჰყავთ. ამის შესახებ "სმო. ჯი" იტყობინება.
დავით შამათავას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმები პროგნოზისგან თავს იკავებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.
შეგახსენებთ, ორ ბაიკერს ხამისკურში "ოპელის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ნიკა ნარმანია ადგილზე გარდაიცვალა, დავით შამათავამ კი თავსა და გულმკერდში მიიღო დაზიანება. "ოპელის" მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამი მართავდა მანქანას. ის დაკავებულია.
სმო.ჯი-ს ფოტო