-
2015-08-15 02:19
ბატალიონ "ავაზის" ყოფილ მეთაურს ტრისტან წითელაშვილს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებითა და პოზიციითაა გამორჩეული, ვაკის პარკის შემდეგ უკვე გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულთა მემორიალთანაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
IPRESS.GE დაპირისპირების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს: "შენ აქ მოსვლის უფლება არ გაქვს, რადგან გაყიდე აფხაზეთი და ამ ბიჭების სისხლი შენს კისერზეცაა", - უთხრეს მემორიალთან შეკრებილებმა წითელაშვილს, ხოლო ერთერთი მას ფიზიკურად დაუპირისპირდა და დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალებას არ აძლევდა.
აღელვებული მოქალაქე ტრისტან წითელაშვილის დაცვამ "ავაზის" ყოფილ მეთაურს მოაშორა. საბოლოოდ, წითელაშვილმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და იქაურობა სწრაფად დატოვა.
შეგახსენებთ, ტრისტან წითელაშვილს 9 მაისს, ვაკის პარკში შეკრებილთა ნაწილიც დაუპირისპირდა - ისინი მას "იარაღის ბარიგას" უწოდებდნენ, საღებავი გადაასხეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. წითელაშვილი ვაკის პარკიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს.
მომზადებულია ipress.ge-ს ნიუსის მიხედვით. ალეკო შარვაძის ფოტოები
