
ალბათ, ხშირად გინახავთ ან თქვენც ასე მოქცეულხართ: მარკეტში შეძენილი პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული არაგაზირებული, მტკნარი წყლის (თუნდაც მინერალური წყლის) ბოთლის ყიდვის შემდეგ, როცა მასში წყალი გამოილევა, წყალს ხელახლა ასხამენ და გადასატანად იყენებენ, ზაფხულში კი მაცივარშიც ინახავენ.
რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ასე მოქცევა? რას უნდა დავაკვირდეთ პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყლის ყიდვის დროს იმის გარდა, რომ შევამოწმოთ ვარგისიანობის ვადა და დავაკვირდეთ, ხომ არა აქვს წყალს ნალექი?
ალბათ, შეგონებაც ხშირად გსმენიათ, რომ პლასტმასის წყლის ბოთლში ხელახლა წყლის ან სხვა სითხის, თუნდაც ღვინის ან არაყის ჩასხმა უსაფრთხო არ არის. მართალია, ეს ყოველთვის ასეა არაა, მაგრამ სიფრთილე აუცილებლად გმართებთ, რადგან დღეს საქართველოს ბაზრებზე არსებული პლასტმასის ბოთლებიდან ზოგი მხოლოდ ერთჯერადია და მისი გამოყენება სხვა სითხის ჩასხმის შემდეგ რეკომენდირებული არ არის, ზოგი უფრო ხარისხიანი პლასტმასია და წყლის ჩასხმა ხელახლა შეიძლება, მაგრამ საშიაშია მასში სხვა სითხეების შენახვა...
ამის გასარკვევად უნდა დაიხსომოთ პლასტმასის ხარისხის აღმნიშვნელი აბრევიატურები და სწორედ ამის მიხედვით შეიძინოთ პროდუქცია, თუკი აპირებთ, ბოთლი ხელახლა წყლის ან სხვა სითხის ჩასასხმელად გამოიყენოთ. სანამ იყიდით, გადმოაბრუნეთ ბოთლი და მის ფსკერზე ამოტვიფრულ აბრევიატურებს დააკვირდით, როგორც ეს მთავარ ფოტოზეა ნაჩვენები:
PET ან PETE
ეს არის ერთჯერადი ბოთლი, რომელიც მძიმე მეტალებს და ნივთიერებებს გამოჰყოფს, რაც ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე უარყოფითად მოქმედებს.
PET - პლასტმატის ეს სახეობა მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოიყენება. ის ყველაზე ხშირად გვხდება საქართველოშიც. მასშია ჩამოსხმული სასმელი, არაგაზირებული წყლებისნ უმრავლესობა, სხვადასხვა მოცულობით. ამ ბოთლებში იყიდება, მაგალითად, ბაკურიანის წყალი. გახსოვდეთ, რომ მისი გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად არის მიზანშეწონილი. თუკი ამ ნიშნით გამოყოფილ ბოთლში წყალს ისევ ჩაასხამთ, თქვენს ორგანიზმში სხვადასხვა მავნე ნვთიერებები და ბაქტერიები მომრავლდება.
HDP ან HDPE
ეს პლასტიკატი კარგი ხარისხისაა და მავნე ნივთიერებას, ფაქტობრივად, არ გამოყოფს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ წყალი სწორედ ამ ნიშნით არსებულ ბოთლებში შეიძინოთ. ეს უსაფრთხოც არის და ეკოლოგიისთვის სასარგებლოც. ამ ტიპის პლასტიკატი მთლიანად გადამუშავდება.
ეს არის პლასტიკატის საკმაოდ მყარი ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად რძის, სათამაშოების, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების შესანახად გამოიყენება.
LDPE
ეს მასალა გამოიყენება როგორც ბოთლების, ასევე სხვა პლასტიკური პაკეტების წარმოებისთვის. ის არ გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს წყალში და მას უსაფრთხოდ ინახავს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის უსაფრთხო მხოლოდ წყლისთვის არის. მისგან წარმოებულ შეფუთვებში სხვადასხვა პროდუქტების ყიდვისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, რადგან მასში მოთავსებულ საკვებთან ერთად თქვენ გულისთვის მავნე შხამ-ქიმიკატებსაც მიირთმევთ.
PP
ეს პლასტიკატი თეთრი ფერის და ნახევრად გამჭვირვალეა. გამოიყენება სიროფისა და იოგურტის შესანახად. პოლიპროპილენი თავისი თერმოსტაბილურობის განსაკუთრებული თვისებით ფასობს. მისი გაცხელების შემთხვევაში მასში მოთავსებული პროდუქტი არ დნება, არც ფუჭდება და ის სავსებით უსაფრთხოა.
PC ან პლასტმასი სპეციალური ნიშნების გარეშე
ეს პლასტმასის ყველაზე საშიში სახეობაა, რომელიც გამოიყენება როგორც წყლის, ასევე საკვები კონტეინერების შესანახად, რაც ყოვლად დაუშვებელია. ის გამოყოფს ბისფინოლ A-ს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციული, ნერვული და იმუნური სისტემების მუშაობაზე. ამასთანავე, იგი წარმოადგენს კანცეროგენულ ნივთიერებას და იწვევს თავის ტვინის განვითარების პათოლოგიებს.
მომზადებულია funtime.ge-ს მიხედვით