
„მაესტროს“ ჟურნალისტი, რომელიც მანქანით გადაადგილდებოდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
ჟურნალისტი ია თინიკაშვილი - „მაესტროს“ ჟურნალისტი შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც წლებია, საოკუპაციო ზოლიდან რეპორტაჟებს ამზადებს, დეტალებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის გადარჩენაში წვლილი შეიტანა:
„ცოცხალი ვარ. მადლობა უფალს, რომ მანქანაში არ გამოვიწვი, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც თავი გაწირა და ქვაბებით ზიდა სახლებიდან წყლები, რომ მე დაწვას და ჩემი მანქანა აფეთქებას გადაერჩინა. ბორჯომის რაიონის ტერიტორიაზე, ჩემს მანქანას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა...“.