
ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის გიორგი სანაიას მკვლელობიდან 14 წელი გავიდა. 2001 წლის 26 ივლისს "რუსთავი-2" ეთერში, თავდაპირველად ტიტრის საშუალებით გავრცელდა ცნობა: "გიორგი სანაია გარდაიცვალა".
გიორგი სანაია სხვადასხვა მედიასაშუალებებში მუშაობდა. ის 1975 წელს დაიბადა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ყველაზე პოპულარული კი სწორედ "რუსთავი-2"-ში გახდა, როცა "ღამის კურიერი" მიჰყავდა.
გიორგი სანაიას მკვლელობა ბოლომდე დღესაც არ არის გამოძიებული. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი იმ დროს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ინტრიგებს შეეწირა, რადგან რამდენიმე მიმართულებით სენსაციურ ინფორმაციას ფლობდა.
გიორგი სანაია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.