-
2015-07-07 01:10
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთში, სხვადასხვა ადგილას, ხუთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბოლო შემთხვევა კი დღეს მოხდა - ხაბაროვსკის ოლქში Су-24М-მა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ორივე პილოტი დაიღუპა.
ამასთან, "ინტერფაქსი" წერს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება, თუმცა, რა იყო კონკრეტული მიზეზი: ძრავი თუ მართვის დაკარგვა, შავი ყუთის პოვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
ხაბაროვსკში მომხდარი კატასტროფის შემდეგ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ვიქტორ ბონდარევმა "სუ-24"-ების ფრენა შეაჩერა. ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი ორი პილოტიდან ერთმა კატაპულტირება მოასწრო, მაგრამ ეს დაბალ სიმაღლეზე გააკეთა და დაიღუპა, მეორე პილოტმა კი ალმოდებული თვითმფრინავიდან ვერ გამოაღწია.