
სააბაზანო, საშხაპე - ეს ის ადგილებია, სადაც ჩვენი ცხოვრების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს ვატარებთ და რახან მას ყოველდღე ვსტუმრობთ, რატომაც არ უნდა გამოიყურებოდეს კრეატიულად და ისე, რომ განწყობა შეგვიქმნას?
ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ის ადგილია, სადაც ჩვენ ფილოსოფოსები ვხდებით, ცხოვრების ამაოებას ვუფიქრდებით ან სულაც, ჩვენს საყვარელ სიმღერას ვღიღინებთ, ყოველგვარი ზედმეტი კომპლექსისა და იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა სმენა...